იფეთქებს თუ არა ახალი სკანდალი სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ - წავა თუ არა პრეზიდენტი დანიაში?
იფეთქებს თუ არა ახალი სკანდალი სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ - იქამდე სანამ "ქართული ოცნება" პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებდა, ზურაბიშვილს 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სამუშაო ვიზიტები ჰქონდა დაგეგმილი.
განახორციელებს თუ არა იგი მთავრობის ნებართვის გარეშე ევროპის ლიდერებთან შეხვედრებს, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიმართ არსებობს.
პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრები აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირაში ზურაბიშვილს ევროპის ერთ-ერთ ქალაქში აქვს დაგეგმილი ვიზიტი, მაგრამ უცნობი რჩება, იქნება თუ არა დანია.