პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“ - კობახიძე ოპოზიციაზე

30.10.23 20:49
პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“ - კობახიძე ოპოზიციაზე

ამდენი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ოპოზიცია აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც საბოლოო ჯამში მათივე კოლეგებმა გათქვეს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“: 

„პირდაპირ აღნიშნეს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლა აღარ მალავენ საკუთარ განწყობას იმ პირობებში, როდესაც თვისობრივად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი კონტრპროდუქტიული იქნება, ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას, მათ პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“. ეს მათი დამოკიდებულებაა და განწყობა“,- აღნიშნა კობახიძემ.