"ოცნება" და სუს-ი "კაგებეს" მემკვიდრეები არიან - ნადირაძე

30.10.23 21:25
"ოცნება" და სუს-ი "კაგებეს" მემკვიდრეები არიან - ნადირაძე

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე მმართველ პარტიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს "კაგებეს" მემკვიდრეს უწოდებს და ამბობს, მთავრობა მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანის მიზნით სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

ნადირაძე არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოიყვანონ და "ელარჯი გაუწელონ".

"ქართული ოცნება" და სუს-ი, როგორც "კაგებეს" კარგი მემკვიდრე, ცდილობს, პოლიტიკოსების, მედიის და ზოგადად საზოგადოების ყურადღება მთავარი თემებიდან გადაიტანოს. ისინი ძალის დემონსტრირებას ცდილობენ, მინდა ტყეს მივიტაცებ, სადენებს გადავჭრი და რა ხეების სიყვარულზეა საუბარი, როდესაც თბილისში რეკრეაციული სივრცე გაანადგურეს. რუსი მთავრობის პირობებში არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პუტინი ჩამოიყვანონ საქართველოში და ელარჯი გაუწელონ - აღნიშნა ნადირაძემ.