რომც არსებობდეს, არ აპირებს ტელევიზია ამის გადაცემას - გიორგი მშვენიერაძე აუდიოჩანაწერზე

11.03.21 17:36
რომც არსებობდეს, არ აპირებს ტელევიზია ამის გადაცემას - გიორგი მშვენიერაძე აუდიოჩანაწერზე

ტვ პირველის ადვოკატი გირგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია პროკურატურისთვის აუდიოჩანაწერის გადაცემას არ აპირებს, გარდა ამისა, იურისტები გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.


დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ის უკანონო და არასკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა ტელეკომპანია „ტვ პირველს“ გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან, სანამ არსებობს ეს განჩინება და ის ძალაშია, მანამდე სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებსიმიერ დროს განახორციელონ „ტვ პირველში“ იმ ნივთის ამოღება, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელევიზია ამის გადაცემას არ აპირებს. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც ჩანაწერის შინაარსი არ აინტერესებს - აცხადებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი და საგამოძიებო ორგანოს  ტვ პირველში მასალების ამოღების უფლება მიანიჭა. მოგვიანებით შოთაძის უწყებამ განაცხადა, კანონის თანახმად ჟურნალისტს აქვს უფლება, არ დაასახელოს წყარო, მაგრამ პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტვ პირველი ითანამშრომლებს გამოძიებასთან. 

მსგავსი სიახლეები