სად არის პრეზიდენტი - გაემგზავრა თუ არა ქვეყნის მეთაური დანიაში ოფიციალური ვიზიტით?

31.10.23 11:01
სად არის პრეზიდენტი - გაემგზავრა თუ არა ქვეყნის მეთაური დანიაში ოფიციალური ვიზიტით?

სად არის პრეზიდენტი? - გაემგზავრა თუ არა ქვეყნის მეთაური დანიაში ოფიციალური ვიზიტით? ამ დრომდე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია განმარტებას არ აკეთებს. პრეზიდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ის არც მის სახლთან გამოჩენილა.

არადა სიაში, რომელიც პრემიერმა პრეზიდენტს დაუბლოკა წერია, რომ 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზურაბიშვილი ვიზიტს  დანიის სამეფოში გეგმავდა, თუმცა ახლა ჩნდება კითხვა, "ოცნების" ტერორის ფონზე პრეზდენტმა გადაიფიქრა, თუ მაინც გაემგზავრა დანიაში?

ახლა სიანტერესოა, გახდება თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება მმართველი პარტიისთვის ახალი საფუძველი, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახლი სანქციები მოიფიქროს .