პოლიტიკური თამაშის წესები გადამწყვეტი არჩევნების წინ - ეუთო-ოდირის წარმომადგენლები ოპოზიციას ხვდებიან

31.10.23 11:22
პოლიტიკური თამაშის წესები გადამწყვეტი არჩევნების წინ - ეუთო-ოდირის წარმომადგენლები ოპოზიციას ხვდებიან

პოლიტიკური თამაშის წესები გადამწყვეტი არჩევნების წინ - თბილისში ჩამოსული ეუთო-ოდირის წარმომადგენლები, შიდა პარტიული ეთიკის წესების შემუშავების მიზნით, ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან.

ენმ-ის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ეუთო-ოდირთან გამართული შეხვედრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია შიდა პარტიული დემოკრატიის დამყარების მიზნით კონკრეტული დოკუმენტაციის შემუშავებისთვის მუშაობდა.

ხაბეიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ თუ სააკაშვილი იქნება პუტინის ტყვეობაში, არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება.

რამდენიმე თვის განმავლობაში ეუთო-ოდირთან "ნაციონალური მოძრაობის"  ფრაქცია მუშაობდა კონკრეტული დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, რომელიც წაადგება ენმ-ს შიდა პარტიული დემოკრატიისთვის, შემდეგ უნდა იყოს იმპულსი და გადამდები სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის. ჩვენ ვთხოვთ პარტნიორებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისია იყოს ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. პრეზიდენტი სააკაშვილი თუ იქნება პუტინის ტყვეობაში არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება და დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ - აღნიშნა ხაბეიშვილმა.