პრეზიდენტი არ აპირებს "ოცნების" და კობახიძის მიერ განსაზღვრული ტრაექტორიით იმოძრაოს- ნაცვლიშვილი

31.10.23 11:14
პრეზიდენტი არ აპირებს "ოცნების" და კობახიძის მიერ განსაზღვრული ტრაექტორიით იმოძრაოს- ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრს, ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ "ოცნების" მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტი  მმართველი გუნდის და ირაკლი კობახიძის მიერ განსაზღვრული ტრაექტორიით და ევროპაში ვიზიტებს არ შეწყვეტს.

ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ცხადად ხედავს ვიზიტების მნიშვნელობას და აი ამ საცოდავი მცდელობის მიუხედავად, მომხდარიყო მისი იმპიჩმენტი, არ აპირებს, "ოცნების" და ირაკლი კობახიძის მიერ განსაზღვრული ტრაექტორიით იმოძრაოს და მე მგონია, რომ ეს არის სწორი, იმიტომ, რომ მე მგონია, რომ სანამ ის არის და რჩება თანამდებობაზე, მან უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის საერთაშორისო ვიზიტები იმისათვის, რომ სახელმწიფო ინტერესის ადვოკატირება მოახდინოს". - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

სად არის პრეზიდენტი? - გაემგზავრა თუ არა ქვეყნის მეთაური დანიაში ოფიციალური ვიზიტით? ამ დრომდე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია განმარტებას არ აკეთებს. პრეზიდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ის არც მის სახლთან გამოჩენილა.

არადა სიაში, რომელიც პრემიერმა პრეზიდენტს დაუბლოკა წერია, რომ 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზურაბიშვილი ვიზიტს  დანიის სამეფოში გეგმავდა, თუმცა ახლა ჩნდება კითხვა, "ოცნების" ტერორის ფონზე პრეზდენტმა გადაიფიქრა, თუ მაინც გაემგზავრა დანიაში?

ახლა სიანტერესოა, გახდება თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება მმართველი პარტიისთვის ახალი საფუძველი, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახლი სანქციები მოიფიქროს .