რუსულ ხორბალზე დამოკიდებული საქართველო - დათუნაშვილი ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი ბაზრების მოძიებისკენ მოუწოდებს

31.10.23 12:03
რუსულ ხორბალზე დამოკიდებული საქართველო - დათუნაშვილი ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი ბაზრების მოძიებისკენ მოუწოდებს

რუსული ხორბალი ქართულ ბაზარზე - პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი თაზო დათუნაშვილის განცხადებით, 2023 წლის ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველო ოკუპანტ ქვეყანაზე ხორბლის ფქვილის შემოტანის კუთხით 96 პროცენტით არის დამოკიდებული.

როგორც დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის საომარი მოქმედება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეუძლია დამატებითი ბაზრების მოძიება იმისთვის, რომ ოკუპანტზე არ იყოს დამოკიდებული პურის მომარაგებაში.

მე მინდა, მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ კიდევ ერთ საკითხზე. "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და მთელი ეკონომიკა რუსეთს მიამაგრა. 2023 წლის ბოლო მონაცემებით საქართველო 96% არის დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე. თუ ერთ დღეს რუსეთი გადაწყვეტს, რომ ხორბლის ექსპორტი, საქართველო რამდენიმე დღეში პურის გარეშე დარჩება. მთლიანად რუსეთზე ხორბლით დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დამოკიდებული ისეთ პირებზე, როგორიც არის ონიშენკო, პუტინის დავალების შემსრულებელი, რომელიც ერთი ხელმოწერით მთელ ქართულ ეკონომიკას გააჩერებს, რადგან პურის ფქვილი არის საბაზისო ეკონომიკური პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის საომარი მოქმედება, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეუძლია დამატებითი ბაზრების მოძიება იმისთვის, რომ თავის პირდაპირ მტერზე და ოკუპანტზე არ იყოს დამოკიდებული პურის მომომარაგებაში". - აღნიშნა დათუნაშვილმა.