შეიძლება, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგეს და რომელიღაცა პოლიტიკურ ჯგუფს შესთავაზოს თავისი თავი - ქადაგიშვილი პრეზიდენტზე

31.10.23 11:30
შეიძლება, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგეს და რომელიღაცა პოლიტიკურ ჯგუფს შესთავაზოს თავისი თავი - ქადაგიშვილი პრეზიდენტზე

"ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ვარაუდობს, რომ 2024 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტი გადადგება და მის თავს, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შესთავაზებს.

ქადაგიშვილი ეჭვქვეშ აყენებს სალომე ზურაბიშვილის რეიტინგს და არ ჰგონია, რომ ის დიდი ელექტორალური შედეგის მომტანი იყოს რომელიმე პარტიისთვის.

შეიძლება, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადადგეს და რომელიღაცა პოლიტიკურ ჯგუფს შესთავაზოს თავისი თავი. ერთადერთი, "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც აქვს მყარი გარანტია 5 %-იანი ბარიერის გადალახვისა, სხვა პარტიები ამ ზღვარს ვერ ლახავენ. გარკვეული დაჯგუფებები, გადაჯგუფებები მოხდება და ამ დიფუზიურ ვითარებაში ალბათ შეეცდება, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს მიეკედლოს. რამდენად იქნება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისათვის, იგი, იმ პერიოდისათვის წონადი ფიგურა, ამაზე ვამბობ, რომ არ მგონია, ის დიდი ელექტორალური შედეგის მომტანი იყოს რომელიმე პარტიისთვის, მისი სიაში ყოფნა". - ამბობს ირაკლი ქადაგიძე.

სად არის პრეზიდენტი? - გაემგზავრა თუ არა ქვეყნის მეთაური დანიაში ოფიციალური ვიზიტით? ამ დრომდე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია განმარტებას არ აკეთებს. პრეზიდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. ის არც მის სახლთან გამოჩენილა.

არადა სიაში, რომელიც პრემიერმა პრეზიდენტს დაუბლოკა წერია, რომ 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზურაბიშვილი ვიზიტს  დანიის სამეფოში გეგმავდა, თუმცა ახლა ჩნდება კითხვა, "ოცნების" ტერორის ფონზე პრეზდენტმა გადაიფიქრა, თუ მაინც გაემგზავრა დანიაში?

ახლა სიანტერესოა, გახდება თუ არა პრეზიდენტის გადაწყვეტილება მმართველი პარტიისთვის ახალი საფუძველი, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახლი სანქციები მოიფიქროს .