რამდენჯერმე მაქვს მიწერილი, სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა - ხაბეიშვილი პაპუაშვილს აფრთხილებს

31.10.23 11:42
რამდენჯერმე მაქვს მიწერილი, სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა - ხაბეიშვილი პაპუაშვილს აფრთხილებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან არ შეშვების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაციის მიუხედავად, მისგან დადებითი პასუხი არ მიუღია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაპუაშვილს აფრთხილებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე უმოქმედოდ არ დარჩება.

მეც რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და მისგან დადებითი პასუხი არ ყოფილა. ვაფრთხილებ, რომ მას  პარლამენტის საკუთარ ოთახში ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა მოუწევს, რადგან არ ვაპირებთ, რომ ეს საქმე ესე დავტოვოთ - განაცხადა ხაბეიშვილმა.