მოვითხოვ, სააკაშვილთან დეპუტატები შეუშვან - დეკანოიძე

31.10.23 11:43
მოვითხოვ, სააკაშვილთან დეპუტატები შეუშვან - დეკანოიძე

"მოვითხოვ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატები შეუშვან" - განცხადება პარტია "ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

მისი თქმით, პაპუაშვილის მიერ საკუთარი დისკრეციის გამოყენება გადადგმული არასწორი ნაბიჯია.

მე მგონია დაუშვებელი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენოს საკუთარი დისკრეცია და არ შეუშვას დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. ეს არ არის ის საკითხი, რომელსაც საზოგადოებას არ აინტერესებს. მეც პირადად, როგორც ერთი დეპუტატი, მოვითხოვ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატები უნდა შეუშვან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ეწინააღმდეგება მისი უფლებების დაცვას - აღნიშნა დეკანოიძემ.