ეს კანონი, ისევე როგორც, მედიაგარემოზე ზემოქმედების კანონი, ძალიან პრობლემურია - ნაცვლიშვილი კარვების კანონზე
კარვების კანონი ჰაერშია გამოკიდებული - პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, კანონი რომელიც აქციის მონაწილეებს შეზღუდვებს უწესებს, ჯერ მიღებული ისევ არ არის. ე.წ. კარვების კანონის მიღებას ხელისუფლება ახლაც აანონსებს, თუმცა ვეტოს დაძლევას ჯერ არ ჩქარობენ.
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს კანონი, ისევე როგორც, მედიაგარემოზე ზემოქმედების კანონი, არის ძალიან პრობლემური და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები ქვეყნის რეპუტაციაზე, ძალიან მძიმედ აისახება.
როდესაც ქვეყანა იღებს არადემოკრატიულ კანონებს და აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ჩვენი დემოკრატიულობის ხარისხი გამადიდებელი ლუპის ქვეშ არის და ყველა აკვირდება, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო. ეს კანონი, ისევე როგორც, მედიაგარემოზე ზემოქმედების კანონი, არის ძალიან პრობლემური და ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯები ქვეყნის რეპუტაციაზე, სამწუხაროდ, ძალიან მძიმედ აისახება". - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კობახიძის გუნდმა კანონი დაჩქარებული წესით მიიღო, თუმცა ვეტოს დაძლევა ორი კვირით გადაიდო.