შემიძლია, დაგიდასტუროთ, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია - ბრეგაძე
შემიძლია, დაგიდასტუროთ - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია.
"აუცილებელი პროცედურები, რომელიც უნდა განახორციელოს იუსტიციის სამინისტრომ, მას შემდეგ, რაც პირს უწყდება მოქალაქეობა, ყველა საჭირო პროცედურა არის განხორციელებული, შემიძლია, დაგიდასტუროთ" - თქვა რატი ბრეგაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა 17 ოქტომბერს შეუწყვიტა.