ახალი გვარები "მონა.ჯი"-ზე - იდენტიფიცირებულია 10 პირი

31.10.23 12:28
ახალი გვარები "მონა.ჯი"-ზე - იდენტიფიცირებულია 10 პირი

აირზენას დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, განათლების სამინისტროს თანამშრომლები, ვინც დირექტორების ტერორშია ბრალდებული -  და "ოცნების" მეკავშირე ბიზნესმენები - იდენტიფიცირებულია 10 პირი საჯარო სამსახურებიდან და კერძო სექტორიდან, ვინც ხელისუფლების უკანონო დავალებების შესრულებაშია ბრალდებული. ყველა მათგანის ვინაობა რამდენიმე წუთის წინ ხოშტარია-ჯაფარიძის  გუნდმა გაასაჯაროვა. მათი სახელები და გვარები კი ახალ პლატფორმაზე "მონა. ჯი" აიტვირთება.

ზურა ჯაფარიძის თქმით, ეს ადამიანები შავ საქმეებს ასრულებენ.

ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში, უპირობოდ ემსახურებიან სისტემას. ასრულებენ შავ საქმეებს, აკეთებენ უკანონო ბრძანებებს, ჩადიან უსამართლობას. ჩვენი მიზანია, რომ მათი სახელები გამოვიტანოთ საჯაროდ, შევუნახოთ ისტორიას და თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვონ, ამაში მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ". - ამბობს "გირჩი მეტის თავისუფლების" ლდერი ზურა ჯაფარიძე.

სიაში არიან გია მურღულია, ნოდარ წამალაშვილი, ელისო ჯაფარიძე, ზაურ ხვედელიძე, ასევე ე.წ გადელების კლანის წარმომადგენლები, ე.წ. "ოცნების" შემომწირველები, რომლებიც ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ.

ეს არის სკოლებში პოლიტიკური წმენდის საქმე. მოვიპოვეთ დოკუმენტაცია კონკრეტული და არაფორმალურად, ანონიმურად მოპოვებული ინფორმაცია. პირველი, ეს არის გია მურღულია, რომელიც არის კომისიის წევრი, რომელიც ამ ხალხს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებს. ამავე პროცესში ჩართულია ნოდარ წამალაშვილი, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სპეციალისტი, რომელიც ფიგურირებდა ია კერზაიას საქმეში. თამაზ გაიაშვილს ჩამოეწერა 158 მილიონი ლარი, იგი დაკავშირებულია რუსეთში ფრენების აღდგენასთან, პრემიერ-მინისტრის ჩარტერულ რეისებთან. ჩვენ წარმოგიდგენთ გადელიების კლანს სენაკში, ეს არის მოქმედი მერი, რომელიც იყო დამფუძნებელი არქეოპოლისის და მერე გახდა მერი და მთელი მისი ნათესაობა, გარდა ვახტანგ გადელიას, რომელიც არის მერი, მისი ბიძა, ბიძაშვილები, დემურ, იოსებ გადელიები, ნანა ზარანდია, ეს არის ხალხი, რომლებიც უზარმაზარ თანხებს იღებენ, იგებენ ტენდერებს".- ამბობს ელენე ხოშტარია.