ვიბარებ დავითაშვილს პარლამენტში, გვითხრას რა სარგებლობა მოუტანა საქართველოს პუტინის გამოსვლაზე დასწრებით - დეკანოიძე

31.10.23 12:51
ვიბარებ დავითაშვილს პარლამენტში, გვითხრას რა სარგებლობა მოუტანა საქართველოს პუტინის გამოსვლაზე დასწრებით - დეკანოიძე

პარტია "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ლევან დავითაშვილს  პარლამენტში იბარებს და ამბობს, რომ ვიცე პრემიერი ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულია, საჯარო განცხადება გააკეთოს, რა სარგებლობა მოუტანა საქართველოს პუტინის გამოსვლაზე დასწრებით.

ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ ამ ფორუმს არ დასწრებოდა, რადგან ჩინეთი და რუსეთი, იგივე ტანდემში, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული დოკუმენტის მიერ მიჩნეული არიან საფრთხედ. მაშინ, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის, ყველაზე უფრო სისხლიანი მმართველის, ჰააგის ტრიბუნალის მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს დარბაზში უსმენს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეს არის უდიდესი ცვლილება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაში. სად არის ხალხის ინტერესი. ხალხის ინტერესი არის სხვა.

გამოვიდეს ბატონი დავითაშვილი ღიად, თქვენ წინაშე და თქვას, სად არის ხალხის ინტერესი. ამიტომ შესაბამისად, მე პირადად, ვიბარებ მას საქართველოს პარლამენტში, რას აკეთებდა, რა სარგებლობა მოუტანა საქართველოს სახელმწიფოს, ხალხს, დავითაშვილის დასწრებამ პუტინის გამოსვლაზე და რა სარგებლობა მოაქვს იზოლაციონისტურ პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს - აღნიშნა დეკანოიძემ.

ვიცე-პრემიერის ჩინური ვახშამი პუტინთან - ლევან დავითაშვილი სკანდალური შეხვედრის შესახებ განმარტებას არ აკეთებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეკონომისტის მინისტრი პუტინის გარდა სერგეი ლავროვსაც შეხვდა, რომელიც პეკინში იმყოფებოდა.