იუმორისტული ჟანრია, სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს - ბრეგაძე
მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პოცესებში ვერ ჩაერთვება. კანონმებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება არ აქვს. იუსტიციის სამინისტრო კი არ აპირებს, გადახედოს მოქმედ კანონმდებლობას. "მან მოქალაქეოება საკუთარი ნებით დათმო და გამონაკლისის დაშვებას არ ვაპირებთ," - ასე უპასუხა პრეზიდენტთან დაკავშირებით "პირველების" კითხვას რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრი დღეს მისი კომენტარებით წინააღდმეგობაში მოვიდა "ოცნების" ლიდერების პოზიციასთანაც. ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის განცხადებები საქართველში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკაშირებით გამოხატვის თავისუფელაბაში ჯდება და კანონდარღვევა არ არის.
როგორ უნდა მიიღოს დაპატიმრებულმა არჩევნებში მონაწილეობა? არეც დასვეს ეს კითხვა და ახლაც ვიმეორებ, რომ მსგავსი ტიპის კითხვა ალბათ უფრო იუმორისტული ჟანრის გადაცემას მიეკუთვნება, ვიდრე რაიმე სერიოზულს. ამ ადამიანს არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება, პოლიტიკური პარტიის წევრობის. თუკი „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე არის მათი ლიდერი, მათი მთავარი წარმმართველი ძალა და აშ., ისინი თავად აღიარებენ ერთ რამეს, რაზეც ჩვენ ალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ენმ-ს არაფორმალური მმართველი. სააკაშვილს აქვს, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ სხვა ადამიანს გამოხატვის თავისუფლება და სასამართლო პროცესზე რას იტყვის, ეს არის მისი გადასაწყვეტი. თუ ის ვინმეს მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისკენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კანონდარღვევა, დანარჩენი, პოლიტიკურ რა მოსაზრებებს გამოთქვამს, ამით კიდევ და კიევ ერთხელ ჩნდება ენმ-ს რეალური სახე, როგორც არაფორმალურად მართული პოლიტიკური გაერთიანების, - ამბობს რატი ბრეგაძე.