არ გაგვიკვირდება, რომ სტატუსთან დაკავშირებით ყველაფერი თავის თავზე მიიწეროს, თან უნდოდა ეს ყველაფერი არ შემდგარიყო - მდინარაძე პრეზიდენტზე
"ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არ გაუკვირდება, პრეზიდენტმა, რომელსაც უნდოდა უნდოდა ეს ყველაფერი არ შემდგარიყო, სტატუსთან დაკავშირებით ყველაფერი თავის თავზე მიიწეროს.
მდინარაძის განცხადებით, როდესაც ადამიანი ქვეყნის შიგნით ამბობს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნის, ქვეყნის გარეთ საპირისპიროს არ იტყვის.
საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საერთოდ არ სჭირდებოდა სალომე ზურაბიშვილს, მან მშვენივრად იცოდა მაშინაც, როდესაც არღვევდა, რომ არღვევდა. მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, მისი ქმედებები კიდევ ურო მძაფრი და ანტიკონსტიტუციური იქნება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული და მკაფიოდ, შავით თეთრზე წერია, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. სალომე ზურაბიშვილისგან არ გაგვიკვირდება, რადგან მას უნდოდა, რომ თუ კი რაიმე პოზიტიური მოხდება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი თავის თავზე მიეწერა და ამავდროულად, უნდოდა, რომ ეს ყველაფერი არ შემდგარიყო, ეს ჩემი აზრია. როდესაც ადამიანი ქვეყნის შიგნით ამბობს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ გვეკუთვნის, ქვეყნის გარეთ რატომ იტყვის საპირისპიროს, ამისი ლოგიკა და ვარაუდი მარტივი არ არის". - ამბობს მდინარაძე