მსოფლიოში რთულად მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული - ბრეგაძე სააკაშვილზე
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებები ზედმიწევნით დაცულია. რატი ბრეგაძე ირწმუნება, რომ მსოფლიოში რთულად მოიძბენბეა პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე იყოს დაცული.
ბევრჯერ გამიგია, რომ ირღეოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასროს დასტურდება, ეს არის სუბიექტური აღქმები, სამართალი კი ამ შემთხვევაში საუბრობს აბსოლუტურად სხვა რამეზე და სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული, მემგონი მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, - ამბობს ბრეგაძე.
მინისტრმა ასევე იერიში ენმ-ს თავმჯდომარეზეც მიიტანა და მას "იმიტრებული როკი ბალბოა" უწოდა. რატი ბრეგაძე ხაბეიშვილს უღცევს, არაფრისმომცემი მუქარებისგან თავი შეიკავოს.
ეტყობა, ამ იმიტირებულ როკი ბალბოას თავი მართლა როკი ბალბო ჰგონია და ვეღარ ერკვევა სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში და მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი საბრალო მუქარებისგან, - ამბობს რატი ბრეგაძე.