პრეზიდენტს კონსტიტუციური მანდატი ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ბეჟაშვილი

31.10.23 13:20
პრეზიდენტს კონსტიტუციური მანდატი ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს - ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური მანდატი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავისი კონსტიტუციური მანდატი. ეს კონსტიტუციური მანდატი მას ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენადაც ის პოლიტიკურად მოტივირებული არ უნდა იყოს, გარკვეულ ფარგლებს განსაზღვრავს, ამიტომ, ცხადია საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ მას საერთაშორისო ურთიერთობებში კონკრეტული ფარგლები დაუწესა, თუმცა, მას აქვს ასევე ვალდებულება, ის არის სახელმწიფოს მეთაური, პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი და კონსტიტუცია ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.