არცერთ ორგანიზაციას არ დავტოვებთ იმის გამო, რომ იქ რუსეთია - მდინარაძე

31.10.23 13:52
არცერთ ორგანიზაციას არ დავტოვებთ იმის გამო, რომ იქ რუსეთია - მდინარაძე

პუტინთან ჩინური ვახშმის შემდეგ "ოცნება" ისევ იმეორებს, რომ ყველა ფორმატზე იქნებიან, სადაც ამის საჭიროება იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ რუსეთი იქნება წარმოდგენილი. 

მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლება ამას საქართველოს ეროვნული ინტერესებითვის გააკეთებს. 

ჩვენ არცერთ ორგანიზაციას იმის გამო, რომ იქ რუსეთია, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც ჩვენი პარტნიორები არიან, არათუ დავტოვებთ, არამედ ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, - მდინარაძე.

 

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.

ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ.