"იმიტირებულ როკი ბალბოა" - ბრეგაძე ხაბეიშვილზე

31.10.23 13:29
"იმიტირებულ როკი ბალბოა" - ბრეგაძე ხაბეიშვილზე

ეტყობა, ამ იმიტირებულ როკი ბალბოას თავი მართლა როკი ბალბო ჰგონია, - ამ სიტყვებით მოიხსენიებს იუსტიციის მინისტრი ენმ-ს თავმჯდომარეს. რატი ბრეგაძე ლევან ხაბეიშვილს ურჩევს, არაფრისმომცემი მუქარებისგან თავი შეიკავოს. 

ეტყობა, ამ იმიტირებულ როკი ბალბოას თავი მართლა როკი ბალბო ჰგონია და ვეღარ ერკვევა სად არის, სავარჯიშო მოწყობილობასთან თუ პოლიტიკაში და მე მას ნამდვილად ვურჩევდი, რომ ისაუბროს ისე, როგორც შეეფერება პოლიტიკოსს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და თავი შეიკავოს არაფრისმომცემი საბრალო მუქარებისგან, - ამბობს რატი ბრეგაძე.