ჩინური ვახშამი პუტინთან - ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ვიცე-პრემიერი პუტინს არ შეხვედრია

31.10.23 13:47
ჩინური ვახშამი პუტინთან - ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ვიცე-პრემიერი პუტინს არ შეხვედრია

იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერს პუტინთან რაიმე სახის შეხვედრა არ ჰქონია. რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

ამასთან, ბრეგაძე ამბობს, რომ ლევან დავითაშვილის ადგილზე ანალოგიურად მოიქცეოდა. 

რაიმე სახის შეხვედრაზე ყოფნა ლევან დავითაშვილისა ვლადიმერ პუტინთან, რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს არის ჭორი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ნებისმიერ საერთაშორისო ფორუმზე მოვიქცეოდი ეტიკეტის შესაბამისად - ბრეგაძე.

18 ოქტომბერს ჩინეთში გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრო.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დავითაშვილი საქართველოს ელჩთან, არჩილ კალანდიასთან ერთად პუტინის სიტყვის გამოსვლასაც დაესწრო.

ვლადიმერ პუტინის გარდა შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც ესწრებოდნენ