კალაძე არ გამორიცხავს, რომ "ოცნების" ლიდერები პუტინთან ერთად მომავალშიც ვიხილოთ

31.10.23 13:55
კალაძე არ გამორიცხავს, რომ "ოცნების" ლიდერები პუტინთან ერთად მომავალშიც ვიხილოთ

ვნახავთ თუ არა მომავალში "ქართული ოცნების" ლიდერებს პუტინთან ერთად ერთ შეხვედრაზე? - კახა კალაძემ არ გამორიცხა, რომ მომავალშიც შეიძლება იყოს მსგავსი ფაქტი.

კალაძე ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვან შეხვედრებზე იმის გამო არ იტყვიან უარს, რომ მას რუსეთის პრეზიდენტი ესწრება.

საქართველო იქნება იქ, სადაც ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, სადაც დაცული იქნება აქ მცხოვრებთა ინტერესები.. შეიძლება ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე მიწვეული იყო რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსგავს შეხვედრებზე საქართველომ თქვას უარი, იმიტომ რომ საქართველოს ინტერესის გათვალისწინება ხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.