ღირსების თემაა, როცა პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე! სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? - გოცირიძე
ღირსების თემაა, როცა პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე! სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გეოგრაფიასთან? - ასე მიმართა მმართველ გუნდ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ევროოპტიმისტების" ლიდერმა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის თქმით, ამ ფორუმში ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ მონაწილეობდა გარდა, ორბანისა.
ღირსების თემაა, როცა პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე! სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? - გოცირიძეელემენტარულად, ღირსების თემაა, როცა პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე, თანაც, მეორე რიგში, ყველაზე საპატიო სტუმრებთან ერთად, ელემენტარულად, შეეძლო, დარბაზში არ ყოფილიყო, რომ არაფერი ვთქვათ, სუფრაზე, სადაც პუტინთან ერთად ალბათ, სადღეგრძელოები მშვიდობისა და ჰუმანურობის შესახებ ისმოდა. ამ ფორუმში ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ მონაწილეობდა გარდა, ერთ-ერთი ქვეყნის ოდიოზური ლიდერისა - ორბანისა.
სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გეოგრაფიასთან? ერთადერთი კავშირი აქვს - ბიძინა ივანიშვილის კავშირი რუსეთთან". - განაცხადა გოცირიძემ.