"ოცნება" არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხნი, რომელიც მოსკოვისკენ გარბის - მანჯგალაძე
„ქართული ოცნება" არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელიც მოსკოვისკენ გარბის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ საქართველოს და რუსეთის ინტერესი ერთმანეთს დამთხვეოდა.
„ქართული ოცნება" არასწორ ცხენზე კი არ დებს ფსონს, თავად არის არასწორი ცხენი, რომელიც მოსკოვისკენ გარბის, ამაშია საქმე. ეს ცხენი არ მირბის ბრიუსელში, მოსკოვში გარბის. ძალიან ცუდი ცხენია, აიწყვიტა და მოსკოვისკენ გარბის.
ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ საქართველოს და რუსეთის ინტერესი დამთხვეოდა ერთმანეთს. რუსეთის ინტერესი არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი წყაროს - საქართველოს მოქალაქის განადგურება და რაში ვემთხვევით ერთმანეთს?, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ფსონს არასწორ ცხენზე დებს“ და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება.