რეკომენდაციები რომ შეგვესრულებინა, ახლა სამარჩიელოდ არ გვექნებოდა საქმე - მანჯგალაძე

31.10.23 14:15
რეკომენდაციები რომ შეგვესრულებინა, ახლა სამარჩიელოდ არ გვექნებოდა საქმე - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ რეკომენდაციები რომ შეგვესრულებინა, ახლა სამარჩიელოდ არ გვექნებოდა საქმე, მოგვცემენ თუ არა სტატუსს.

დარჩენილ 7 დღეში შეგვიძლია რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება. რა უნდა ამას, პოლიტიკური ნება სჭირდება, მეტი არაფერი. აი ვთქვათ, გვაჯობეთ პროპაგანდაში და ჩვენ დაგვბრალდა კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა, ის რესურსი და დრო რომ დაგვეხარჯა რეკომენდაციების შესრულებაში, ახლა ხომ შესრულებული გვექნებოდა რეკომენდაციები და სამარჩიელოდ არ გვექნებოდა საქმე, მოგვცემენ სტატუსს ლამაზი თვალების გამო, გეოპოლიტიკის გამო?" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.