ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორიები გადაყიდა - ექსპერტები შესაძლო ფინანსურ მაქინაციაზე საუბრობენ

31.10.23 15:34
ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორიები გადაყიდა - ექსპერტები შესაძლო ფინანსურ მაქინაციაზე საუბრობენ

ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიები 85 მილიონ დოლარად გადაყიდა. საუბარია თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ორ ნაკვეთზე. ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ " თავდაპირველად აგვისტოში გაყიდა, თუმცა ოქტომბერში ნასყიდობის ხელშკერულება გააუქმა, ახლა კი თავიდან გადაყიდა.

ტერიტორიის მფლობელები ბიზნესმენი ლევან და სოსო ფხაკაძეები გახდნენ. სუბარია კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუზე".  ტერიტორია იპოდრომთან, რომელიც ახლა გაიყიდა, ყველაზე გამწვანებული ზონაა. როდესაც თბილისს ოლიგარქმა არჩევნების წინ ოპოდრომი გადასცა, მაშინ ეს ნაწილი მის საკუთრებაში დაიტოვა და ქალაქს მხოლოდ მოედანი დაუთმო, ახლა კი ირკვევა, რომ მწვანე ზონაც გაყიდა. 

ტრანზაქციები კორუფციის მკვლევარებში კითხვებს აჩენს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქმე ფინანსურ მაქინაციას ეხება. 

ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდი" ყიდის იპოდრომის ტერიტორიაზე ყველაზე გამწვანეულ ტერიტორიას 80 ათას კვ, მეტრს, რომელის შემძენიც იქნება ახლადდარეგისტრირებული შპს "ცენტრალ პარკ ავენიუ", შესაბამისად, 8 ჰექტარი ტერიტორია იქცევა სამშენებლო მოედნად და განაშენიანდება. წარმოდგენილი დოკუმენტებით, მაღალი ალბათობით, გარიგების ფასია 85 მლნ დოლარი. როგორც ჩანს, ივანიშვილი ფონდის და საკუთარი ქონების სწრაფად გაქეშებას ახდენს. რას შეიძლება უკავშირდებოდეს? მაღალი ალბათობით, შეიძლება უკავშირდებოდეს მოსალოდნელ სანქციებს. შემძენნნი არიან ძმები ფხაკაძეები, არსებითი მნიშნელობა არ აქვს. მთავარია, რომ საქველმოლმოქმედო ფონდის ქონება გამოიყენება რაღაც საეჭვო გარიგებებში, მაგრამ ის, რომ ივანიშვილს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა ან მძიმე მომავალი, არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მას აძლევდეს უფლებას, დაარღვიოს კანონი, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ "ფონდი ქართუს" ეს ნაბიჯი თბილისი და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. "ლელოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით, დედაქალაქის ბედი კლანურ გარიგებებს შესწირეს. 

ის, რომ ეს კონკრეტული ტერიტორია „ქართული ჯგუფიდან“ გადავიდა ჯერ ერთი მესაკუთრის ხელში და შემდეგ უკვე საბოლოოდ აღმოჩნდა „ვისოლ ჯგუფის“ ხელში, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, კალაძე, ღარიბაშვილი და მათთან დაახლოებული დეველოპრელები დაკავებულები არიან ქალაქის უკანასკნელი მწვანე სივრცეების გადანაწილებით სხვადასხვა კლანებზე იმისთის, რომ ჩვენი ჯანმრთელობის და ჩვენი ქალაქის ხარჯზე გამდიდრდნენ და თბილისის უკანასკნელ მწვანე სივრცეებში მოაწყონ სამშენებლო მოედნები, ააშენონ მრავალსარტლიანი ბეტონის ჯუნგლები და თბილისი ურბანული გენოციდის ხარჯზე გამდიდრნენ და კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა მიიღონ, - ამბობს საბა ბუაძე.