წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და სააკაშვილის ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხუტა - ღუდუშაური
წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და სააკაშვილის ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხუტა - ასე მიმართა "ოცნების" წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენმ-ს დეპუტატს და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მავზოლეუმში შესვლა მარტივად არ ხდება.
ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უბრალოდ აქ არ მინდა საზოგადოებას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ საცვლებთან დაკავშირებითაც კი ძალიან დიდი დეფიციტია იმ მავზოლეუმში. მაქსიმუმ, თქვენ რაც შეიძლება მიაღწიოთ, შეიძლება ერთხელ შეგატარონ მავზოლეუმში. აი წითლიძემ შეიძლება ერთხელ პატივი დაგდოს და ამ მავზოლეუმში შეგატაროს, მაგრამ არამც და არამც იმ ბოტასებს და ნახმარ ტანსაცმელს ვერ ემთხვევით, აქ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ. ასე მარტივად რომ ხდებოდეს იქ, ეს გამორიცხულია.
დღედაღამ შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხუტა, ან გიორგი ბარამიძე და სხვები დაგითმობენ მის ტანისამოსს თუ როგორ გგონიათ? ეს ტრაგიკომედია არის და ასე არის. ეს ძალიან დიდი სირცხვილია. გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ". - ამბობს ალუდა ღუდუშაური.