"შენ ხარ ბანძქალა, სააკაშვილს რომ ევასებოდა, იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები" - ღუდუშაური წითლიძეს
ხმაური პარლამენტში - ერთმანეთს "ოცნების" დეპუტატები და ენმ-ს წევრები დაუპირისპირდნენ. მიზეზი შალვა პაპუაშვილის განცხადებას გახდა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
პარლამენტსი თავმჯდომარის შემდეგ ალუდა ღუდუშაურმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს მორალური უფლება, ქართული პოლიტიკით დაინტერესდეს. ამ განცხადებას რეპლიკით უპასუხა ანა წითლიძემ, რის შემდეგაც "ოცნების" დეპუტატი ენმ-ს წევრის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა.
ჩვეულებრივი ბანძქალა ხარ, იმ ქალების ჩამონათვალში ვერ ჯდები, სააკაშვილს რომ ევასებოდა. წადი შე ბანძ, გაიარე, ფარჩაკი, ბანძი!, " - ამ სიტყვებით მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.