საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პაპუაშვილი ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარეა - სამადაშვილი

31.10.23 15:14
საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პაპუაშვილი ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარეა - სამადაშვილი

საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პაპუაშილი ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარეა, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრი პარლამენტის თავმჯდომარეს იმ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვიტაც მიხეილ სააკაშვილტან დეპუტატებს არ უშვებენ.

სალომე სამადაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პაპუაშვილი საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს. 

პაპუაშვილი, საერთოდ, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ჩემი აზრით, არის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელის სისტემატიურად ბოროტად იყენებს საკუთარ უფლებამოსილებას და მათ შორის, ცალსახად უნდა ვთქვა, რომ პარლამენტის წევრებისთვის ციხეში ვიზიტზე უარის თქმა, ეს არის სწორედ ასეთი შემთხვევა, როდესაც პაპუაშილი ბოროტად სარგებლობს საკუთარი უფლებებით ოპონენტების უფლებების შესაზღუდად, - ამბობს სამადაშვილი.