ზურაბიშვილმა გადაიფიქრა - ხელისუფლების შანტაჟის და მუქარის შემდეგ, პრეზიდენტის ვიზიტი დანიაში არ შედგა
სალომე ზურაბიშვილმა გადაიფიქრა - ხელისუფლების შანტაჟის და მუქარის შემდეგ, პრეზიდენტის ვიზიტი დანიაში არ შედგა. ზურაბიშვილი თბილისშია. ის კამერებმა ცოტა ხნის წინ თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე გადაიღო, თუმცა განმარტება, რატომ გააუქმა ვიზიტი, პრეზიდენტს არ გაუკეთებია.
არადა სიაში რომელიც პრემიერმა პრეზიდენტს დაუბლოკა, წერია, რომ 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზურაბიშვილს ვიზიტი დანიის სამეფოში უნდა გაემართა.