ალალი იყოს ის სახელი, რის გამოც გადაფსიხდი ჩემო ალუდა და ზედგამოჭრილია შენზე - წითლიძე

31.10.23 15:24
ალალი იყოს ის სახელი, რის გამოც გადაფსიხდი ჩემო ალუდა და ზედგამოჭრილია შენზე - წითლიძე

ალალი იყოს ის სახელი რის გამოც გადაფსიხდი ჩემო ალუდა და ზედგამოჭრილია შენზე - ალუდა ღუდუშაურის შეურაცხყოფას ენმ-ის დეპუტატმა ანა წითლიძემ ფეისბუქითაც უპასუხა.

"ამას ჰგონია შეურაცხყოფა მომაყენა ამ მიმართვით:) 
პარლამენტის თავმჯდომარე რომელსაც ესმის ეს შეურაცხყოფები და მიკროფონს არ უთიშავს, არამედ აგრძელებინებს ლანძღვა გინებას - მერე ნუ გაუკვირდება ალუდას ერთ მშვენიერ დღეს წითელი საღებავი რომ შეესხას სახეში. 
სულ მანდატურები ვერ უშველიან. 
ალალი იყოს ის სახელი რის გამოც გადაფსიხდი ჩემო ალუდა და ზედგამოჭრილია შენზე. (დებილს არ ვგულისხმობ, თვითონ იცის))" წერს წითლიძე.

ხმაური პარლამენტში - ერთმანეთს "ოცნების" დეპუტატები და ენმ-ს წევრები დაუპირისპირდნენ. მიზეზი შალვა პაპუაშვილის განცხადებას გახდა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

პარლამენტსი თავმჯდომარის შემდეგ ალუდა ღუდუშაურმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს მორალური უფლება, ქართული პოლიტიკით დაინტერესდეს. ამ განცხადებას რეპლიკით უპასუხა ანა წითლიძემ, რის შემდეგაც "ოცნების" დეპუტატი ენმ-ს წევრის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა. 

ღუდუშაურის უცენზურო და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია და ხმა არ ამოუღია/