არ ვიცი, რა არის ამ ვიზიტის გაუქმების მიზეზი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ოცნების" ვერანაირი მუქარა ვერ იმოქმედებს პრეზიდენტზე - სამნიძე

31.10.23 15:30
არ ვიცი, რა არის ამ ვიზიტის გაუქმების მიზეზი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ოცნების" ვერანაირი მუქარა ვერ იმოქმედებს პრეზიდენტზე - სამნიძე

"რესპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ არ იცის, თუ რატომ გააუქმა ან გადადო სალომე ზურაბიშვილმა დანიაში ვიზიტი, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს "ოცნების" მუქარა ვერ შეაშინებს.

არ მაქვს ინფორმაცია, რა არის მიზეზი ამ ვიზიტის გაუქმების ან გადადების, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ვერანაირი თავდასხმა და მუქარა, ვერ იმოქმედებს პრეზიდენტ ზურაბიშვილზე". - ამბობს ხათუნა სამნიძე.

სალომე ზურაბიშვილმა გადაიფიქრა - ხელისუფლების შანტაჟის და მუქარის შემდეგ, პრეზიდენტის ვიზიტი დანიაში არ შედგა. ზურაბიშვილი თბილისშია. ის კამერებმა ცოტა ხნის წინ თენგიზ არჩვაძის დაკრძალვაზე გადაიღო, თუმცა განმარტება, რატომ გააუქმა ვიზიტი, პრეზიდენტს არ გაუკეთებია.

არადა სიაში რომელიც პრემიერმა პრეზიდენტს დაუბლოკა, წერია, რომ 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით ზურაბიშვილს ვიზიტი  დანიის სამეფოში უნდა გაემართა.