პარლამენტის წევრი ხართ თუ USAID-ის თანამშრომელი? არანაირი გრძნობა პატრიოტიზმის არ გქონიათ - პაპუაშვილი აქუბარდიას
"თქვენ ჩამოყალიბდით - პარლამენტის წევრი ხართ თუ USAID-ის თანამშრომელი?" - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას.
შალვა პაპუაშვილის გაღიზიანება თეონა აქუბარდიას მხრიდან მის მიმართ გახმოვანებულ კრიტიკას მოჰყვა.
ბატონო შალვა, თქვენ შეკრულ წრეს, რომელიც თქვენ უწოდეთ ევროკავშირის და ამერიკის დახმარებას USAID-ზე და ევროკავშირის ფონზეა საუბარი, რომ თითქოს ეს ორგანიზაციები საქართველოში ახალისებენ ექსტრემიზმს და ამერიკა ერეოდა საქართველოს არჩევნებში, უწოდა USAID-ის წარმომადგენელმა დეზინფორმაცია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ დეზინფორმაციულ პროცესში თქვენ წამყვანი როლი იკისრეთ,“ - ამბობს აქუბარდია.
მას შემდეგ, რაც თეონა აქუბარდიამ პაპუაშვილი დეზინფორმაციულ კამპანიაში ამხილა, პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატი პატრიოტიზმის გრძნობის არქონაში დაადანაშაულა და კვლავ გააგრძელა USAID-ის კრიტიკა.
თქვენ ჩამოყალიბდით - პარლამენტის წევრი ხართ თუ USAID-ის თანამშრომელი თუ მომავალში იქ იმუშავებთ და ამიტომ არის? თქვენ რომ თავს ვერ გრძნობთ საქართველოს პარლამენტის წევრად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად და იყურებით სხვაგან, ნაცვლად იმისა, რომ იყუროთ ხალხისკენ, ეს არის პრობლემა. USAID-ის წარმომადგენელმა იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო ყალბი და არავინ არაფერი არ უთხრა ქართველ ხალხს და იმ პირობებში, როდესაც ამერიკის საელჩო ფასილიტატორად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, თუ ეს არ განაღვლებთ, არანაირი გრძნობა პატრიოტიზმის და ხალხის შეგრძნება არ გქონიათ საერთოდ,“ - ამბობს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.