NGO-ების დაფინანსების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას - კობახიძე

31.10.23 16:21
NGO-ების დაფინანსების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას - კობახიძე

"სამწუხაროა, რომ „ენჯეოების“ დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. ჩვენ თავის დროზე დავაინიცირეთ კანონპროექტი, რასაც მოაყოლეს სერიოზული აჟიოტაჟი, რადგან მათ არ სურთ საკუთარი დაფინანსების წყაროების და ასევე, დაფინანსების მიზნების გამჟღავნება", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი კვლავ ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უარყოფითი მიზნები აქვთ და დაფინანსების დიდი ნაწილი ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას ხმარდება.

მიზეზი არის ის, რომ ამ დაფინანსების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება ექსტრემისტული ღონისძიებების განხორციელებას. სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ ისინი საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობას - ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ „ენჯეოებს“ არ სურთ, საკუთარი დაფინანსების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება. ეს ბუნდოვანება მეტყველებს მათ უარყოფით მიზნებზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.