ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება, თუ რატომ არ იყო ევროპაში გასაშვები - კობახიძე

31.10.23 16:39
ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება, თუ რატომ არ იყო ევროპაში გასაშვები - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე CBS NEWS-თან საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ ზურაბიშვილმა თავად შესთავაზა მმართველ  გუნდს მორიგი მტკიცებულება, თუ რატომ არ იყო ევროპაში გასაშვები.

„როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასეთი გზავნილებით ელაპარაკება ევროპელ ლიდერებს, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ გასაშვები ევროპაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.