ანგარიშსწორება ხელებით, წიხლებით და ბოთლებით - გარდაბნის საკრებულოს ნაცემი წევრი კლინიკაში რჩება
"ოცნების" მიერ ნაცემი აკიფ ისმაილოვი მძიმე დაზიანებებით ისევ კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სასწრაფომ შემოიყვანა პაციენტი. ჩივილები იყო თავისა და თვალის არეში. ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნებოდა კონიუქტივიტის სისხლჩაქცევა, გაუკეთდა ლაბორატორიული კვლევები, მისი მდგომარეობა სტაბილურია, განაგრძობს ემერჯენსის განყოფილებაში მკურნალობას". - ამბობს ექიმი.
ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად გარდაბნის საკრებულოს სხდომაზე ჯგუფურად გაუსწორდნენ, მას დაზიანებები ბოთლებით მიაყენეს. დაპირისპირების მოტივი კი სავარაუდოდ მისი განცხადებები გახდა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ადგა ფეხზე, რომელიც გამოიწია ჩვენკენ, მაგ მომენტში ავდექი მე, მაგას წამოყვა ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარე ტარიენ ჯანხოთელი, ასევე ფრაქცია "ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბაბაევი, საკრებულოს წევრი ისლამ მამედოვი და კიდევ ორი წევრი, ისეთი წევრები არიან ის ორი წევრი, ორი წლის განმავლობაში ხმა რომ არ ამოუღიათ. სიტყვიერი შეურაცხყოფები წამოვიდა ჩვენკენ, შემდეგ ტარიელ ჯანხოთელს ხელში ჰქონდა ბოთლი, რომელიც გაისროლა და თვალში მოხვდა აკიფ ისმაილოვს. ხელით უკვე შეეხო ბაბაევი, ფეხით მამედოვი, სამირხიალოვი და კიდევ ორი წევრი. დანარჩენი წევრები თითქოს ცდილობდნენ გაშველებას, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილს ჰგავდა". - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.
ისმაილოვი საკრებულოს სხდომაზე სახელმწიფოს კუთვნილი ფართების გასხვისებას აპროტესტებდა. მომხდარზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.