უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელი - ხაბეიშვილი ღუდუშაურზე
უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელი, - ასე აფასებს ენმ-ს თავმჯდომარე ალუდა ღუდუშაურის შეურაცხმყოფელ განცხადებას, რომელიც მან ანი წითლის მისამართით გააჟღერა.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პუტინის რუსეთის სამსახურში ჩამდგარ "ოცნებას" არანაირი მორალური და ადამიანური ღირებულებები არ გააჩნია. მისი თქმით, "რუსულ პოლიტიკურ ნაგავს" მალე გაიტანენ ქვეყნიდანაც და პარლამენტიდანაც.
რუსთავში, საავადმყოფოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის საკრებულოს წევრის მოსანახულებლად ვიყავი (რომელსაც თავს რუსული პარტიის გარდაბნის საკრებულოს წევრები დაესხენ, საკრებულოს სხდომაზე), როცა რუსეთისა და პუტინის მეხოტბე ალუდა ღუდუშაურის განცხადება ვნახე ...
უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია, თუმცა მიკვირსთქო და არ ველოდი სამშობლოს გროშებზე გამყიდველებისგანთქო, მოგატყუებთ...
არანაირი ზღვარი, წითელი ხაზი, მორალური და ადამიანური ღირებულება არ არსებობს მათთვის. ამ ხალხს შეუძლია და აკეთებენ - ემსახურებიან პუტინის რუსეთს, ღალატობენ და ყიდიან სამშობლოს.
ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს - ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ - სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით.
ძვირფასო ანი, ზუსტად ვიცი ასეც მოიქცევი ... გააგრძელე ის საქმე, რასაც აკეთებ, ემსახურე ქვეყანას, ხალხს და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად გავიტანთ ამ რუსულ, ვადაგასულ პოლოტიკურ ნაგავს ქვეყნიდან, პარლამენტიდან.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის სხდომაზე ალუდა ღუდუშაურმა ანი წითლიძეს "ბანძქალა" უწოდა და უთხრა, რომ სააკაშვილს რომ "ევასებოდა, იმ ქალების ჩამონათვალში ვერ ჯდება".