"ოცნება“ ქონების მიტაცების მოსწრებაზეა გადასული, ამას მოყვა ეს დაპირისპირებაც დეპუტატებს შორის - კირკიტაძე

31.10.23 17:26
"ოცნება“ ქონების მიტაცების მოსწრებაზეა გადასული, ამას მოყვა ეს დაპირისპირებაც დეპუტატებს შორის - კირკიტაძე

„ქართული ოცნება“ გადასულია მოსწრებაზე, რომ დროზე მიიტაცონ ქონება, იციან რომ ბოლო დღეებს ითვლიან და ამას მოყვა ეს დაპირისპირება აქიფ ისმაილოვსა და გავეშებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის.“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს გარდაბანში, საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„გასულ კვირაში, ს. ქესალოში, სკოლის შესასვლელთან, სადაც ჩვენი ანტიკორუფციული სამსახურის, ჩვენი საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ, იქ მოხდა დაპირისპირება და ეს ფაქტი ჩვენმა საკრებულოს წევრებმა გახადეს საჯარო. უკვე დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მოუწიათ ამ სკოლის შესასვლელი ტერიტორიის ნუსხიდან ამოღება და ამას მოჰყვა ეს დაპირისპირება. ჩვენი საკრებულოს წევრები 24 საათიან რეჟიმში მზად არიან იმუშაონ ხალხის ინტერესების დასაცავად, რადგან მსგავსი არ დაუშვან, „ქართული ოცნება“ გადასულია მოსწრებაზე, რომ დროზე მიიტაცონ ქონება, იციან რომ ბოლო დღეებს ითვლიან და ამას მოყვა ეს დაპირისპირება აქიფ ისმაილოვსა და გავეშებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის, მაგრამ ფაქტი არის ერთი, მართლა მისალოცია ქესალოელებისთვის და ნაზროლელებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ამ სკოლით, რომ სკოლის შესასვლელი დარჩება ისეთივე როგორიც იყო და არა ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“ - გადაქცეული სავაჭრო ცენტრად, რომელიც ხელს შეუშლიდნენ ბავშვებს სკოლაში შესვლაში და გამოსვლაში.“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ