ქალებთან ამგვარი საუბარი მიუღებელია - სახალხო დამცველის თქმით, ანგარიშში ყველაფერი დეტალურად აისახება
ომბუდსმენი ლევან იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეაფასებს მომხდარს და აუცილებლად აისახება ანგარიშში.
ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ოცნების" დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს - თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს - შეურაცხყოფა მიაყენეს.