შეურაცხმყოფელი ენა ერთ-ერთია, რაც პოლიტიკაში ქალების არმონაწილეობას განაპირობებს - კლეიტონი
"შეურაცხმყოფელი ენა ერთ-ერთია, რაც პოლიტიკაში ქალების არმონაწილეობას განაპირობებს ", - ეს განცხადება საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა გააკეთა.
კლეიტონი განმარტავს, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება.
ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან, NDI-ის ჩათვლით, რომ წინა პლანზე იყოს ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში. მკაფიოა დიდი ბრიტანეთისა და ზოგადად, საერთაშორისო გაერთიანების პოზიცია, რომ ძალადობა ქალების წინააღმდეგ და შეურაცხმყოფელი ენა ერთ-ერთი ფაქტორია, რაც განაპირობებს ქალების არმონაწილეობას პოლიტიკაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეურაცხმყოფელი ენის ადგილი არ იყოს პოლიტიკურ დისკუსიაში. ყველას ინტერესზეა, რომ მივიღოთ ქალების თანაბარი წარმომადგენლობა პოლიტიკაში," - განაცხადა კლეიტონმა.