"ბანძი", "ფარჩაკი" - სააკაშვილის საკითხი პარლამენტში ჩხუბსა და შეურაცხყოფებში გადაიზადა
ბანძი ქალი, ფარჩაკი - ბერაიას დღეს არც ალუდა ღუდუშაური ჩამორჩა. ამ სიტყვებით ამკობდა ის კოლეგა ქალ დეპუტატს. ღუდუშაურასა და ანი წითლიძეს შორის დაპირისპირება უმძიმესი შეურაცხყოფებით გაგრძელდა. "ქართული ოცნების" დეპუტატი უხამს ეპითეტებს არ იშურებდა ქალბატონის მიმართ. მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შეშვების გამო დაწყებული პოლიტიკური დებატები უმრავლესობამ ოპოზიციაზე მორიგი შტურმისთვის გამოიყენა. აკადრეს ყველაფერი, რისი კადრებაც შეიძლებოდა.
"საქართველოს პარლამენტის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე" - ეს უკვე ოპოზიციის შეფასებაა, მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა დღეს საბოლოოდ ჩაუკეტა დეპუტატებს "ვივა მედისკარი.
ხელისუფლების გეგმა ცნობილია - სრულ იზოლაციაში მოაქციონ მესამე პრეზიდენტი. "კლინიკა სანატორიუმი არ არის, უკრაინის მოქალაქე კი ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერევა," - ამტიცებენ "ოცნების" წევრები, თუმცა ამ რეალობასთან "ნაციონალური მოძრაობა" შეგუებას არ აპირებს. ხაბეიშვილმა პაპუაშვილს დაუანონსა, რომ დღეიდან მის კაბინეტთან სიმშვიდე აღარ იქნება.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.