"ოცნება" შარშია - საჯაროვდება აბაშიძე-კარასინის ახალი სკანდალური ჩანაწერი
"ქართული ოცნება" დიდ შარშია. ვრცელდება აბაშიძე-კარასინის კიდევ ერთი და სკანდალური ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ რუსეთან ფრენების აღდგენის ოფიციალური ვერსია გამოგონილია, საზოგადოებას კი წინასწარ დადგმული შოუ შემოგვთავაზეს, თითქოს, ავიამიმოსვლა ოკუპანტთან ბიზნესის წარმომადგენლებმა ითხოვეს. სინამდვილეში ირკვევა, რომ ეს იყო ბლოკადაში მოქცეული რუსეთის სურვილი, რომელიც საჭირო მომენტს ეძებდა. ყველა დეტალი რუსეთს საქართველოს მთავრობასთან ჰქონდა შეთანხმებული.
რატომ არ უთხრეს ხალხს რეალური მიზეზი? წესით, ამ კითხვას ახლა პასუხს მთავრობის შესაბამისი წარმომადგენელი უნდა სცემდეს. ერთ-ერთი ასეთი კი ეკონომიკის მინისტრია, რომელიც პუტინთან სკანდალური ვახშმის შემდეგ როგორც იქნა გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ ჩინურ ღონისძიებაზე ისაუბრა. დავითაშვილმა ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალა დად სპეკულაციაში დაადანაშაულა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.