გარდაბნის საკრებულო როგორც ბრძოლის ველი - ნაცემია ენმ-ს დეპუტატი

31.10.23 20:34
გარდაბნის საკრებულო როგორც ბრძოლის ველი - ნაცემია ენმ-ს დეპუტატი

 

 

გარდაბნის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დღეს ბრძოლის ველს ჰგავდა.  "ოცნების" წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ისე სცემეს, რომ   აკიფ ისმაილოვს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. მას და კიდევ ოპოზიციის სხვა დეპუტატებს მმართველი პარტიის ლიდერების ჯგუფი ფიზიკურად სხდომის მიმდინარეობისას გაუსწორდნენ. სცემდნენ, ესროდნენ ბოთლებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.  

დაპირისპირება სახელმწიფოს კუთვნილი ფართების გასხვისების საკითხზე დაიწყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს არამიზნობრივ გარიგებებში ადანაშაულებდა, რასაც დარბაზში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.