სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ნებისმიერ დროს შევიდეს - ნოდარ მელაძე

11.03.21 17:56
 სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ნებისმიერ დროს შევიდეს - ნოდარ მელაძე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის გენერალური პროდიუსერის, ნოდარ მელაძის,  განცხადებით, პროკურატურას სასამართლოს საშუალება მისცა, ერთი თვის ვადაში ტელევიზიაში შევიდეს და საგამოძიებო მასალა ამოიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე განმარტება დააწია გზაში მოსამართლის განჩინებას, აღნიშნული განჩინება ოფიციალური დოკუმენტია, მოქმედი დოკუმენტია და მის საფუძველზე 9 მარტიდან 30 დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ, შემოვიდნენ ტელევიზიაში, განახორციელონ იძულებითი პროპორციული ზომების გამოყენებით მათთვის სასურველი მასალის გამოყენება. განჩინებით ცხადი ხდება, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა იმ ინფორმატორის დადგენა, ვინც სისტემა ამხილა - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

 

მსგავსი სიახლეები