თამაზ გაიაშვილი Mona.Ge-ს შავ სიაშია - კიდევ ვინ მოხვდა ჩამონათვალში?

31.10.23 20:41
თამაზ გაიაშვილი Mona.Ge-ს  შავ სიაშია - კიდევ ვინ მოხვდა ჩამონათვალში?

 

 

თამაზ გაიაშვილი პოლიტიკური მონების ჩამონათვალში მოხვდა. "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი ხელისუფლების უკანონო დავალებების შესრულებაშია მხილებული. შავ სიას დღეს კიდევ 10 ახალი გვარი დაემატა. იდენტიფიცირებულები არიან ადამიანები კერძო და საჯარო სექტორიდან. ისინი, ვინც სისტემას უპირობოდ ემსახურებიან, ჩადიან უსამართლობას  და ასრულებენ  ხელისუფლების  შავ-ბნელ საქმეებს.  

მონა.ჯის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მთავარი მიზანი ამ ადამიანების საჯარო მხილებაა, რომ ვერასდროს შეძლონ სხვა ქვეყნებს თავი შეაფარონ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.