ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - "ოცნების" წევრებმა ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფები მიაყენეს
უკანასკნელი სიტყვებით ლანძღვა ქალი დეპუტატების მისამართით. ირაკლი ბერაიამ დღეს "ოცნების" ყველაზე ბილწსიტყვაობით გამორჩეულ წევრებსაც კი აჯობა და უკადრებელი იკადრა. პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში თეონა აქუბარდიას წარმოუდგენელ შეურაცხყოფას აყენებდა. მისი ლანძღვის კორიანტელს კი მდუმარედ ისმენდნენ "ოცნების" წევრები.
არცერთს პროტესტი არ გამოუთქვამს. პარლამენტის თავმჯდომარეს კი ერთხელაც არ ჰქონია მცდელობა, დეპუტატისთვის მიკროფონი გამოერთო ან შენიშვნა მიეცა. რომ არა ოპოზიციის მწვავე პროტესტი, ეს ამბავი შესაძლოა, ისე დამთავრებულიყო, თითქოს არც არაფერი მომხდარა.
"ოცნებაში" მიხვდნენ, რომ ბერაიას განცხადებამ დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენათ და ამიტომ ვითარების გამოსწორება სცადეს. კომიტეტის თავმჯდომარე აიძულეს, ტრიბუნასთან ასულიყო და ბოდიში მოეხადა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.