იმ ქალი დეპუტატების მხრიდან გვინახავს არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება. არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა - კალაძე

31.10.23 19:47
იმ ქალი დეპუტატების მხრიდან გვინახავს არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება. არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა - კალაძე

"ძალიან ბევრი შემთხვევაა, თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული აგრესია და არაერთი გვინახავს შეურაცხმყოფელი განცხადებები მათი მხრიდან, პიროვნული შეურაცხყოფებიც, ეს არ არის ლამაზი ფორმა," - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძე პარლამენტში დღეს განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა, როდესაც "ქართული ოცნების" წევრებმა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

კალაძის თქმით, მსგავსი ლექსიკა მისთვის მიუღებელია, თუმცა ამბობს, რომ თავად ეს ქალი დეპუტატებიც იყენებენ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ხელისუფლებაში მყოფი პირების მისამართით. თუმცა, კალაძე ასევე ამბობს, რომ თავადაც იხდის ბოდიშს - "მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის".

შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული აგრესია და არაერთი გვინახავს შეურაცხმყოფელი განცხადებები მათი მხრიდან, პიროვნული შეურაცხყოფებიც, ეს არ არის ლამაზი ფორმა და ყველამ, მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. რაღაც ჩარჩოები არსებობს, რაღაც ხაზები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებებისგან,“ - ამბობს კახა კალაძე.