თუ ვინმეს დაედება სანქცია, ვიქნები ბედნიერი, თუ ეს ვინმე იქნება ლილუაშვილი - გვარამია

31.10.23 21:23
თუ ვინმეს დაედება სანქცია, ვიქნები ბედნიერი, თუ ეს ვინმე იქნება ლილუაშვილი - გვარამია

„რაც მოვისმინეთ დღეს, გეგონება ადამიანი ყვებოდა რაღაცას, რეაქცია იყო სწორი თეონასი. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ვინმეს დაედება სანქცია, ვიქნები ბედნიერი თუ ეს ვინმე იქნება ლილუაშვილი,“ - ეს განცხადება „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.

„რეაქციაში“ გვარამია პარლამენტში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციონერ ქალ კოლეგებზე იერიში მიიტანეს და შეურაცხმყოფელი, სექსისტური ლექსიკით სცადეს მათი დისკრედიტაცია.  

ნიკა გვარამიას შეფასებით, მსგავსი განცხადებები რომ დასრულდეს, როგორიც დღეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, ლილუაშვილი სანქცირებულთა სიაში უნდა მოხვდეს. როგორც გვარამია ამბობს, სანქციების გვერდის ავლა არალეგალურად ხდება და ეს ლილუაშვილის გარეშე წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ქოლცენტრების მფარველობა.

სახელმწიფო თანამდებობის პირი ვინმე თუ იქნება, ვისაც პირველ რიგში, ეს უნდა შეეხოს, ეს არის ბატონი ლილუაშვილი, ასეთი მოთხრობები რომ შეწყდეს. გამოქვეყნებები ხომ გახსოვთ, რაც ამოიყარა, ეს რაც ამოიყარა, საკმარისია იმისთვის, რომ მას დემოკრატიის დარღვევისთვის პასუხი მოეთხოვოს... განსაკუთრებით დღევანდელი დღე მარწმუნებს იმაში, რომ ეს კაცი უნდა იყოს პირველი ამოღებული მიზანში. ლილუაშვილი არის დიდი ბოროტება, ეს არის ფარცხალაძე ოღონდ ოფიციალური თანამდებობით - ეს არის ივანიშვილის მარჯვენა და მარცხენა ხელი. მარცხენა ხელი მას მოაჭრეს, მოაჭრიან მარჯვენასაც. უხელოს თვითონ როდის დაასანქცირებენ, დროის საკითხია, თუ გონს არ მოვა. 

ზუსტად ეს არის ასეთი ტიპის პრიმიტიული, სწორხაზოვანი მმართველობების მთავარი დამახასიათებელი, რომ ეს ხალხი უნდა იყოს გეტოიზირებული, ანუ საკუთარი თავისგან ისინი აკეთებენ გეტოს - ფულსაც აკეთებენ ერთად, ურთიერთობები აქვთ მარტო ერთმანეთში. ამ წრის იქით არ გადიან, რომ არ შერცხვეთ, რაც დღეს მოხდა.
ამის მორიდება არ ექნებათ იმიტომ, რომ საღამოს იგივენაირ ადამიანებთან აღმოჩნდებოდნენ, ვინც ეტყოდნენ, რომ მართალი იყავი, შეიძლება ცოტა გადაამლაშე.
დარჩნენ ადამიანები უბიოგრაფიოდ, არანაირი სოციალიზაცია არ აქვთ. ვინც წავიდა მათ ბიოგრაფია ჰქონდათ, ვინც დარჩა ამ ხალხის მცირე კავშირების ჩაჭრა მარტივია.
ახლა არიან ჩაკეტილები, მათთვის არსებობს ცალკე ქვაბი, სადაც იხარშებიან, შენიშვნებს არ აძლევენ. განა არ იციან, რომ მძიმე რაღაცებს ჩადიან, იციან, მაგრამ დისკომფორტს არ უქმნის არავინ,“ - ამბობს ნიკა გვარამია.