რა მექანიზმით იქნება სტატუსის მონიჭება, დროის რა მონაკვეთში, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება - გვარამია
რა შესაძლებლობები არსებობს ევროკავშირისგან საქართველოსთვის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების - როგორც ნიკა გვარამია "რეაქციაში" ამბობს, არსებობს ორი ვარიანტი, ან სტატუსს ევროკავშირი საქართველოს მისცემს დათქმებით ან უარს ეტყვიან.
მთავარია უარი არ ითქვას, რომ საქართველომ ჩააგდო ყველაფერი და ნახვამდის. ორი შესაძლებლობიდან, სჯობია, რომ მოგვცენ სტატუსი და მერე გააგრძელონ ან შესაძლებლობა არსებობს, რომ გვითხრან, თქვენ სტატუსს მიიღებთ 2024 წლის არჩევნებს თუ ჩაატარებთ როგორც საჭიროა. ორივე შესაძლებლობა იხილება - ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც ერთში და ვერც მეორეში - უბრალოდ, ორივე შემთხვევაში, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, იქნება ხელისუფლების დამსახურება. თუ ჩვენ ახლა არ მოგვცეს სტატუსი, ეს არის ხელისუფლების ბრალი, რომ არაფერი შეასრულა, თუ 2024 წლის არჩევნებს ჩააბეს სტატუსი და ვერ მივიღეთ იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბდა, ესეც მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება იქნება.
სტატუსზე უარი არ იქნება და არც უნდა იყოს, რა მექანიზმით იქნება სტატუსის მონიჭება, დროის რა მონაკვეთში, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტულება.
ჩვენ ხომ ევროკავშირის კანდიდატობა გარანტირებული გვქონდა, მარტივად გეტყვით, ნიკა გვარამია რომ არ დაეჭირათ, ეს გადაწყევტილი საკითხი იყო - დაიჭირეს, ვერ მივიღეთ - გადაყლაპა ევროპამ ეს ამბავი, დაიწყეს კულუარებში საუბარი, რომ ჯანდაბას, მაინც მივცეთ," - ამბობს ნიკა გვარამია.